ახალი ამბებიპოლიტიკა

„კომიკურია, ჩვენს მიერ გამოძახებულმა პოლიციამ ჩვენვე დაგვაკავა, ოცნება სამართალდამცავებს პოლიტიკური ნიშნით იყენებს“ – ანი წითლიძე

ენმ-ს წევრების თქმით, მათზე უკანონო თვალთვალი მთელი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა.

დაპირისპირება ზუგდიდში – სამართალდამცავებმა გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი პატარაია და ანი წითლიძე დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ მათ მიერ გამოძახებულმა პოლიციამ, თავად ისინი დააკავა და არა ის პირები, ვის გამოც გამოიძახეს:

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში, ჭითაწყარის დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრის წუთიდან დაიწყეს ჩვენზე უკანონო თვალთვალი. მოსახლეობასთან ბოლო შეხვედრისას, სოფელ ნარაზენში, ჩვენ მივედით ამ ადამიანებთან და ვკითხეთ, რატომ დაგვყვებოდნენ და გვიღებდნენ ფოტოებს. ადამიანებს, რომელთაც ფორმები არ ეცვათ, სცადეს გაქცევა, რის შემდეგაც გადავუკეტეთ გზა, დავრეკეთ საპატრულო პოლიციაში. გვითხრეს, რომ მათ არ იცნობდნენ და ისინი არ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისინი იყვნენ პოლიციის წარმომადგენლები. ყველაზე კომიკური და სასწაული ის არის, რომ ჩვენს მიერ გამოძახებულმა პოლიციამ ჩვენვე დაგვაკავა. ადგილობრივი მოსახლეობაც გვეუბნებოდა, რომ ეს ადამიანები მთელი დღის განმავლობაში, ყველა იმ სოფელში, სადაც ჩვენი კანდიდატები გადაადგილდებოდნენ, უკან დაყვებოდნენ. ჩვენ პირველივე წუთიდან ვიღებდით ყველაფერს და ამ ვიდეომასალაც მალე გავასაჯაროვებთ. პოლიციის დაუმორჩილებლობა როგორ იყო, როდესაც ჩვენ არ ვიცოდით, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენ ,,ქართული ოცნების“ აქტივისტები გვეგონა. ,,ქართული ოცნება“ ზუგდიდიში დარჩენილია ამ ხერხებისამარა, სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ პოლიციას იყენებენ პოლიტიკური ნიშნით. ეს გათვლილია ჩვენი ამომრჩევლების დაშინებაზე“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები