ახალი ამბებიმსოფლიოსაზოგადოებასამართალი

კოჰაბიტაცია არ მუშაობს?!

ერევანში, 11 წლიანი ხანდაზმულობის საქმეებზე, სასამართლოს წინაშე წარდგნენ ექს-პრეზიდენტი, რობერტ კოჩარიანი, ორი გენერალი და ყიფილი ვიცე-პრემიერი.

სასამართლოს დარბაზი, სადაც ორშაბათს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის საქმე განიხილებოდა, სავსე იყო დამსწრეებით. შეკრებილთა მნიშვნელოვანი ნაწილი ესალმებოდა ექს-პრეზიდენტს შეძახილებით: ‘თავისუფლება! თავისუფლება!’ კოჩარიანის რამოდენიმე ათეული მომხრე სასამართლოს შენობის ეზოშიც იყო თავმოყრილი და მის გათავისუფლებას ითხოვდა.

მოხდა ურთიერთდაპირისპირებებიც კოჩარიანის მომხრეებსა და მათ შორის ვინც ექს-პრეზიდენტს დამნაშავედ თვლის 2008 წლის 1 მარტს ხალხის დაღუპვაში.

სომხეთის რიგით მეორე პრეზიდენტს, რობერტ კოჩარიანს, ადანაშაულებენ კონსტიტუციური წყობის ჩამოშლაში. ბრალდების ეს ნაწილი დაკავშირებულია 2008 წლის 1-2 მარტის არეულობების საქმესთან. იმ დროს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ დაიწყო მასიური საპროტესტო აქციები, რომლებიც დამთავრდა სამართალდამცავ ძალებსა და პროტესტანტებს შორის შეტაკებებით. ხელისუფალთა მკაცრი ქმედებების შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი და 200-ზე მეტი დაშავდა.

სასამართლო პროცესის სხვა ეპიზოდი. დაკავშირებულია ბრალდებებთან, რომელთა მიხედვითაც ყოფილი პრეზიდენტი განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ქრთამს იღებდა.

თვითონ რობერტ კოჩარიანი და მისი ადვოკატები ამართლებენ მის მიერ 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებს და მიიჩნევენ: რომ არა უკიდურესი ქმედებები ქვეყანაში წესრიგი ვერ აღდგებოდა. გარდა ამისა ყოფილ პრეზიდენტს ჯერავს, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები არის პოლიტიკურად მოტივირებული, ის ამ საქმეს ‘პოლიტიკურ ვენდეტას’ უწოდებს და ადანაშაულებს ხელისუფლებაში მყოფ, ნიკოლა ფაშინიანის მთავრობას შერჩევითი სამართლის გამოყენებაში. ხელისუფლება, თავისი მხრიდან, უარყოფს პოლიტიკურ ქვეტექსტს სამართლებრივ დევნაში და აცხადებს, რომ 2018 წლის მშვიდობიანი რევოლუციის შემდეგ აღარავინაა ხელშეუხებელი და კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

კონსტიტუციური წყობის ჩამოშლაში ბრალდებულებად აღინიშნებიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სეირან ოგანიანი და გენშტაბის ყოფილი ყფროსი, იური ხაჩატუროვიც, ასევე ყოფილი ციცე-პრემიერი არმენ გევორკიანი, რომელსაც ედავებიან კონსტიტუციური წყობის ჩამოშლაში ხელისშეწყობას, განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და უკანონოდ მიღებილი შემოსავლების ლეგალიზებას. თუმცა ისინი სასამართლოში არ გამოუძახებიათ, მათ მიმართ მიღებულია სხვა აღმკვეთი ღონისძიებები, კერძოთ: ხელწერილი ქვეყნიდან გაუსვლელობაზე და გირაო, რობერტ კოჩარიანის მიმართ კი პატიმრობა.

სისხლის სამართლის ადვოკატის, ვააგნ ბაბაიანის თქმით; წინასწარი მოსმენის დროს, პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატები, ასევე დაზარალებულთა წარმომადგენლები მორიგეობით აძლევდნენ სამართლებლივ შეფასებას ბრალდების საფუძვლიანობას. მისივე თქმით, ბრალდებამ მოაგროვა საკმარისი სამხილი ბრალდებულთა დანაშაულებების დასამტკიცებლად და ახლო მომავალში წარუდგენს მტკიცებულებათა ერთობლიობას სასამართლოს და საზოგაფოებას.

პირველ დღეს სასამართლომ განიხილა აღმკვეთი ღონისძიების სახეობა ბრალდებულთა მიმართ და ასევე შუამდგომლობა კოჩარიანის პატიმრობის სხვა სახის აღმკვეთი ღონისძიებით შეცვლასთან დაკავშირებით, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა, თუმცა მისი ეს, ერთპიროვნული გადაწყვეტილება კონსტიტუციურმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო და ექს-პრეზიდენტი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

‘აწი ყველაფერი წარიმართება ღია კარებში, პროცესის ყველა მონაწილის დასწრებით’ განაცხადა იურისტმა ბაბაიანმა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები