ახალი ამბებიმსოფლიო

კლიენტმა ოფიციანტი შეკვეთილი სენდვიჩის დაგვიანების გამო მოკლა

პარიზის გარეუბან ნუაზი-ლე-გრანში, პატარა რესტორან “მისტრალში” კლიენტმა ოფიციანტი მოკლა. კლიენტის აგრესიის მიზეზი შეკვეთილი სენდვიჩის დაგვიანება გახდა.
დამნაშავემ ოფიციანტს მხარის მიდამოში ესროლა და მიიმალა. პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს.

ინციდენტის შემდეგ ადგილზე მოსულმა პოლიციამ და სასწრაფო დახმარების ექიმებმა სცადეს 28 წლის ოფიციანტის გადარჩენა, თუმცა, უშედეგოდ.

აღშანიშნავია, რომ კაფე-რესტორანი სულ რამდენიმე თვეა რაც გაიხსნა. იგი ძირითადად სხვადასხვა სახის პიცითა და სენდვიჩებით ვაჭრობს.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები