ახალი ამბებიპოლიტიკა

“კილაძეს, ოხანაშვილს, მათიკაშვილს, ვოლსკის მინდა ვუთხრა: თავი დავანებოთ ამ ტაკიმასხარაობას” – ეკა ბესელია

"სადაც მივედი და გავაკეთე განცხადება, 8 თვეზე მეტია ველოდები და ვერ გამოიძიეს ის საქმე, სადაც ყველაფერი ხელისგულზე იდო"

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება – ეკა ბესელია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრების კომენტარებს გამოეხმაურა.

ბესელიას თქმით, სირცხვილია, როდესაც პარლამენტის წევრმა არ იცის კანონი და მათ თავი უნდა დაანებონ არასერიოზულობასა და ტაკიმასხარობას.

“ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, დღემდე პროკურატურას ეს არ გამოუძიებია, ამიტომ მე ვურჩევ, იქნებ დროზე მაინც დაადგინონ ის, რაც უკვე გაცხადებულია, რაზეც მე თავად ვისაუბრე. ინგა გრიგოლიას ფაქტი გამოიძიონ, ეკა მიშველაძის ფაქტი გამოიძიონ, სადაც თავად საუბრობენ ადამიანები ამ თემებზე.
არიან ისეთები, ვინც ვერ ბედავს ამაზე ისაუბროს და მე ჩუმად მელაპარაკება. მე ეს ინფორმაცია მივიღე, როგორც პარლამენტის წევრმა, თუ ეს ადამიანები გაბედავენ და გადაწყვეტენ ამაზე ისაუბრონ, მე ამას შემდეგ დავადასტურებ.
ამის გამოძიება რომ აბსოლუტური არასერიოზულობაა და გამორიცხულია, ამას ვერც მესიჯბოქსი უშველის, რაც არ უნდა დამწკრივდნენ და ერთიანად აკეთონ განცხადებები, რომ მივიდეს პროკურატურაში და გააკეთოს განცხადებაო…
სადაც მივედი და გავაკეთე განცხადება, 8 თვეზე მეტია ველოდები და ვერ გამოიძიეს ის საქმე, სადაც ყველაფერი ხელისგულზე იდო, ასე რომ, თავი დავანებოთ ამ ტაკიმასხარაობას” – აღნიშნა ბესელიამ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები