ახალი ამბებივიდეომედიცინა

კიბოს საწინააღმდეგო პირველი ანტიბიოტიკი გამოუშვეს – მისი გამოჩენით მსოფლიოში ახალი თაობის ანტიბიოტიკების ხანა იწყება

მეცნიერებმა გამოიგონეს ახალი ანტიბიოტიკი კედარციდინი, რომელსაც ბაქტერიისა და კიბოს უჯრედების დნმ-ის განადგურება შეუძლია.

აღნიშნული ანტიბიოტიკი ბრიტანეთის ლინკოლნისა და ტოკიოს უნივერსიტეტების მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოიგონა. მასალა ბუნებრივი გზით აღმოაჩინეს ინდოეთში 30 წლის წინ. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ნიადაგი 1940-იან წლებში შემუშავებული ყველა ანტიბიოტიკის წყაროა.

ნიადაგიდან ამოღებეულმა კედარციდინის პროტოტიპმა ნივთიერებამ კვლევის მსვლელობისას, ძლიერი კიბოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები გამოავლინა. თუმცა მას გააჩნია რთული მოლეკულური სტრუქტურა. ის სულ ახლახანს გააანალიზეს და მიღებული მონაცემების საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კიბოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკის შემუშავებას შეძლებდნენ.

ანტიბიოტიკ კედარციდინს გააჩნია მაღალი ბიოლოგიური აქტივობა, რაც კიბოს უჯრედების დნმ-ის დაშლის, მათი შემდგომი ზრდისა და განვითარების შეწყვეტის საშუალებას იძლევა.

კედარციდინის გამოჩენით, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ახალი თაობის ანტიბიოტიკების ხანა იწყება.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები