ახალი ამბებიმედიცინა

კიბოს ბოლო სტადია დამარცხდება! – საუკუნის ახალი ექსპერიმენტი, პრეპარატის 5-წლიანმა გამოცდამ წარმატებით ჩაიარა

ჯონ ჰოპკინსის სახელობის კიბოს ცენტრის იმუნოთერაპიის ონკოლოგიური ინსტიტუტის ექსპერთა ჯგუფის მიერ, პრეპარატ ნივოლუმაბის (ანტიPD-1) გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. კლინიკური გამოკვლევა ეხებოდა კიბოს ისეთ პროგრესირებად სახეობებს, რომლებიც დღემდე ცნობილი იყო, რომ მკურნალობა არ ექვემდებარებოდა, კერძოდ, მელანომა, თირკმელის და ფილტვის კინო.
კვლევის შედეგების შესახებ ნათქცვამია MedicalXpress-ის პრეს-რეალიზში.

კვლევაში მონაწილეობდა 270 ადამიანი. მათზე პრეპარატ ნივოლუმაბის ხუთწლიანმა გამოცდამ დაადასტურა, რომ პაციენტების გადარჩენის კოეფიციენტი ბევრად მაღალია, ვიდრე ეს იყო 2008 წლამდე არსებული კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ტრადიციული მეთოდების დროს – მათ შორის, ქიმიოთერაპია, ვბიოთერაპია, ანტიანოგენური თერაპიები და სხვა კლინიკური საშუალებები.

ნივოლუმაბით მკურნალობის შედეგები შედარებისთვის ასეთია: თუკი ტრადიციული მკურნალობის დროს, მეოთხე სტადიის მელანომას კიბოთი დაავდებულთა 5% იყო გადარჩენილი, ხოლო ფილტვის კიბოთი 6%, ნივოლუმაბით ჩატარებული ექსპერიმენტული მკურნალობის პირობებში მელანომას მეოთხე სტატიის პაციენტთა 34, 2 % გადარჩა, აქედან 27.7% თირკმლის კიბოთი დაავადებულები, ხოლო 15, 6% ფილტვის კიბოთი.

«Nivolumab ააქტიურებს იმუნურ რეაქციებს. მართალია, ჩვენ გვინდა რომ ისინი მიმართული იყვნენ მხოლოდ კიბოს უჯრედებისკენ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში გვაქვს გვერდითი ეფექტები – ჩვენ ვაწყდებით ჩვეულებრივი ქსოვილების საწინააღმდეგო იმუნურ რეაქციებაც. – ამბობს ის. ჩვენი კვლევების საფუძველზე, მინდა დავარწმუნო ჩვენი პაციენტები, რომ თუ მათ განუვითარდებათ გვერდითი ეფექტები, ეს მათ უკეთეს რეაქციამდე მიიყვანს და და გრძელვადიან დადებით ეფექტებამდე. რეალური პრობლემა იმაშია, რომ შევძლებთ თუ არა ჩვენ მკურნალობის ისეთი მეთოდების შემუშავებას, რომკებიც მართავს ამ გვერდით ეფექტებს და ისინი არ იმოქმედებენ უარყოფითად სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნურ რეაქციებზე“ – განაცხადა იმუნოთერაპიის ინსტიტუტისა და კლინიკური კვლევების მთავარმა სპეციალისტმა, კიბოს მკვლევარმა, პროფესორმა ჯული ბრამერმა.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები