ახალი ამბებიპოლიტიკა

“კიბერშეტევა განხორციელდა განზრახ და როგორც ჩანს, ეს არის ხელისუფლებისთვის სასურველი მოვლენა – მედიაექსპერტები “ტვ პირველზე” განხორციელებულ კიბერშეტევაზე

კიბერშეტევა “ტვ პირველზე” – მედიაექსპერტი ნინო დანელია მოვლენების კონტექსტიდან გამომდინარე მთავრობის სავარაუდო ბრალეულობაზე მიუთითებს და ამბობს, რომ “ტვ პირველზე” განხორციელებული კიბერშეტევა ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესებში იყო.

„თუ შევხედავთ არა მხოლოდ “ტვ პირველის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს, თავის გამოკითხვაზე მფლობელის დაბარებით და შემდეგ უკვე, ვთქვათ, როგორი კონტექსტითაც ხდებოდა მთელი ეს პროცესი, ამას ასევე თუ დავამატებთ მთელ იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს “რუსთავი 2-ის” გარშემო, კერძოდ ის, რომ ქიბარ ხალვაში აპირებს ტელეკომპანიის გაყიდვას, ასევე, მანამდე თუკი გავიხსენებთ, ამას წინ უძღოდა აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი სრულიად დაუმსახურებლად, რასაკვირველია, მთელი ეს გარემოებები ჩვენს გვაფიქრებინებს იმას, რომ “ტვ პირველზე” კიბერშეტევა განხორციელდა განზრახ და როგორც ჩანს, ეს არის ხელისუფლებისთვის ძალიან სასურველი მოვლენა. რასაკვირველია, ჩვენ ახლა პირდაპირ ზუსტად ვერ ვიტყვით ვინ განახორციელა კიბერშეტევა, იმიტომ, რომ ბუნებრივია, ამას სჭირდება ფაქტობრივი მონაცემები, თუმცა მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ერთი რამ შეგვიძლია ნამდვილად ვივარაუდოთ, რომ ეს კიბერშეტევა არის ხელისუფლების მიერ მისგან დამოუკიდებელ მედიაზე შეტევის ნაწილი,“- განაცხადა დანელიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ თავმჯდომარე, პარალელს “თიბისი ბანკზე” განხორციელებულ იერიშთან ავლებს. გიორგი მშვენიერაძის თქმით, ეჭვს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამნაშავეები ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემულები არ არიან.

„მივიღეთ რამდენიმე თვის წინ, რომ “თიბისი ბანკზე” იყო იერიშის მცდელობა. ფაქტობრივად დაზუსტებული იყო შენობა, საიდანაც ეს იერიში განხორციელდ, თუმცა კონკრეტული პირები, ვინც შეიძლება პასუხისმგებლები ყოფილიყვნენ ამ დანაშაულზე პასუხისგებაში არ არიან მიცემული. ბუნებრივია, ეს აჩენს ეჭვს, მაშინაც აჩენდა ეჭვს და მსგავსი შემთხვევები ყოველთვის აჩენს ეჭვს, რომ ამის უკან ხომ არ დგას სახელმწიფო. იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე დღის წინ დაკითხვაზე ჰყავდათ დაბარებული ტელეკომპანიის მესაკუთრე, როდესაც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წინააღმდეგ წარმოებული მთელი კამპანიის შემდგომ საზოგადოებაში კიდევ უფრო გაცილებით მეტი ეჭვია, რომ ხელისუფლებას სურს მედიის გაკონტროლება. ყველა კითხვის ნიშანი საბოლოოდ იქნება მიმართული ხელისუფლებისკენ,“- განაცხადა მშვენიერაძემ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები