ახალი ამბებიპოლიტიკა

“ხელისუფლებას მიაჩნია, რომ თუ მცოცავ ოკუპაციაზე ხმას ამოიღებს, პუტინს აწყენინებს, ეს არის პუტინისგან მართული მარიონეტული რეჟიმი” – ქარდავა

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის და ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება პუტინისგან მართული მარიონეტული რეჟიმია და სწორედ ამიტომ ვერ ბედავს ოკუპაციის წინააღმდეგ ხმის ამოღებას და არც იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც ოკუპანტის ლულის ქვეშ უწევთ ცხოვრება:

„ხელისუფლებამ საეთაშორისო საზოგადოების ყურადღება უნდა მიაქციოს ამ მცოცავ ანექსიას, მეორე, ხელისუფლება ვალდებულია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც გაუსაძლის პირობებში და შიშის ქვეშ, ოკუპანტის ლულის ქვეშ უწევთ ცხოვრება, გაამხნევოს. მათი მხარდაჭერა და სოციალური დახმარებაა საჭირო. მე არაერთხელ ჩავსულვარ და მომისმენია ამ ადამიანებისგან თუ რა აწუხებთ. მათ ჭირდებათ მორალური და სოციალური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება არ ახორციელებს. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ თუ მცოცავი ოკუპაციის თემაზე ხმას ამოიღებს ამით პუტინს აწყენინებს. ეს ხელისუფლება არის ფაქტოვრივად პუტინისგან მართული მარიონეტული რეჟიმი“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები