ახალი ამბებიპოლიტიკა

“ხელისუფლებას ჰგონია რომ პრობლემა მხოლოდ პიარია და ხალხის ხმა არ ესმით” – ლელა ქებურია

"ევროპული საქართველოს" წევრი განათლების მინისტრს მოუწოდებს, 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ზუგდიდში დადიანების მუზეუმის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა მოხდეს.

“ევროპული საქართველოს” წევრი ლელა ქებურია ზუგდიდში დადიანების მუზეუმის თანამშრომლების პროტესტს გამოეხმაურა და განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს მოუწოდა 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნეს მუზეუმის თანმაშრომლების ხელფასების ზრდა.

“სასაცილოა და წარმოუდგენელი უსინდისობაა დადიანების ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის თანამშრინლებს უწევთ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ, იმისთვის, რომ ნორმალური და ადამიანური ხელფასი ჰქონდეთ. მაშინ როდესაც 2013 წელს ქართული ოცნების პიარში იხარჯებოდა 7 მილიონი ლარი, 2019 წლისთვის ეს დანახარჯი შეადგენს 20 მილიონ ლარს. თუმცა არ შეცვლილა მონაცემები დადიანების მუზეუმის თანამშრომლებისთვის. მაგალითად, მეთვალყურეს აქვს 244 ლარი ხელფასი, ექსკურსია მძღოლს 280 ლარი, დირექტორის მოადგილეს 400 ლარი. ეს ხელფასები იმ პირობებში როცა ქვეყანაში ყოველდღიური ინფლაცია და ლარის გაუფასურებაა წარმოუდგენელია.

ხელისუფლებას ჰგონია რომ მისი პრობლემა არის მხოლოდ და მხოლოდ პიარი და მას არ ესმის ხალხის ხმა. ეს არის სამარცხვინო და მოვუწოდებ განათლების მინისტრს შეისწავლოს ადამიანების პრობლემა. განათლების უწყება არის სამეულში რომლის პიარშიც იხარჯება მილიონები. განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს მოვუწოდებ ნაცვლად იმისა, რომ თავის პიარში ხარჯოს მილიონები, 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნეს მუზეუმის თანმაშრომლთა ხელფასები ზრდა” – განაცხადა ლელა ქებურიამ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები