ახალი ამბებიპოლიტიკა

“ხელისუფლებამ რიგ პროვოკაციებს ვერ გასცა სათანადო პასუხები, ამას უნდა ეცადოს და არა ცალკეული გამონათქვამები აანალიზოს და შეაფასოს” – გია ჟორჟოლიანი

პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრი გია ჟორჟოლიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზირებას ქვეყანაში და რუსების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების აღმოფხვრას. ჟორჟოლიანი საჭიროდ არ მიიჩნევს ლავროვისთვის პასუხის გაცემას და აცხადებს რომ მთავარი ამოცანაა რა უნდა გაკეთდეს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით და არა ის რა არგუმენტაციებს მოიყვანს თავის მედიასთან რომელიმე რუსული პოლიტიკის ხელმძღვანელი:

„სამწუხაროდ რიგ პროვოკაციებს ხელისუფლებამ ამ ბოლო პერიოდში ვერ გასცა სათანადო პასუხები, წამოეგო ამ პროვოკაციებს და ვფიქრობ რომ ამას უნდა ეცადოს და არა ცალკეული გამონათქვამები აანალიზოს და შეაფასოს.

რუსეთს აღიარებული აქვს ჩვენი ტერიტორიები დამოოუკიდებელ სახელმწიფოებად, რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით, ეს არის ჩვენი ამოცანა და არა ის ისტორიულ ფაქტებს დაამახინჯებს თუ არა, რა არგუმენტაციებს მოიყვანს საამისოდ თავის მედიასთან რომელიმე რუსული პოლიტიკის ხელმძღვანელი, ეს არაა ჩვენი საქმე.“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზირებას ქვეყანაში და რუსების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების აღმოფხვრას. ლავროვის თქმით, კრემლი საქართველოს ხელმძღვანელობისგან ელოდება იმ ზიანისა და საფრთხის მალე გაცნობიერებას, რომელსაც ანტირუსული ისტერიის გამძაფრება მოიტანს.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები