ახალი ამბებიპოლიტიკა

„ხელისუფლება წარმოუდგენელ პანიკაშია, რადგან რულოვსი იგებს ზუგდიდში“ – გიორგი პატარაია

დაპირისპირება ზუგდიდში – სამართალდამცავების მიერ დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ანი წითლიძე და გიორგი პატარაია წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.
გიორგი პატარაიასა და ანი წითლიძის დაკავებაში უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. პატარაიას და წითლიძის შეფასებით, ოპოზიციის წევრების დაკავება ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციაა, რადგან მმართველი ძალა აცნობიერებს, რომ ისინი არჩევნებს წააგებენ.

„მთელი დღის განმავლობაში იყო ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციები, ეს ყველაფერი დაიწყო დილიდან, როდესაც ქალბატონ სანდრას ჰქონდა შეხვედრა სოფელ ჭითაწყარში, სადაც ადგილობრივებს ხვდებოდა და მოაგზავნეს კრიმინალები, ეცადნენ შეხვედრის ჩაშლას, არ გამოუვიდათ… მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლება ცდილობდა გარკვეულ პროვოკაციებს და ეს ერთადერთზე მიანიშნებს, რომ სანდრა რულოვსი იგებს ზუგდიდში, ხელისუფლება არის წარმოუდგენელ პანიკაში, მაგრამ მინდა დავარწმუნო, რომ ასეთი ქმედებები დაშინება, დაკავება ჩვენი წევრების ნამდვილად ვერ იმოქმედებს მათზე დადებითად,“ – განაცხადა გიორგი პატარაიამ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები