ახალი ამბებიპოლიტიკა

„ხელისუფლება გატყდა, უნამუსობასაც აქვს საზღვარი“ – მელია კირკიტაძის გათავისუფლებაზე

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ხელმნძღვანელი ნიკა მელია დავით კირკიტაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას აფასებს და ამბობს, რომ ეს ენით აღუწერელი უკანონობა ხელისუფლებამ გახარიას დავალებით ჩაიდინა. მისივე თქმით, კირკიტაძის მიერ ჩადენილი დანაშაული მისთვის განსაზღვრული ექვსთვიანი პატიმრობის პროპორციული არ იყო და ეს პატიმრობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა.

„პირველივე დღიდან ვსაუბრობდით,რომ როგორც მინიმუმ სასჯელი იყო დისპროპორციული. ამავე საქმეზე სხვა ადამიანიც იყო დაკავებული ,რომელიც ორ დღეში გაათავისუფლეს. მაგრამ კირკიტაძე ჩასვეს, ჩასვეს იმიტომ, რომ იცოდნენ კირკიტაძის პოლიტიკური ფასი.

ველოდებოდით, უნამუსობასაც ხომ აქვს საზღვარი, მაგრამ გახარიამ ექვსი თვე აყურყუტა კირკიტაძე იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო. ვერ გაუძლო გახარიას ხელისუფლებამ იმიტომ, რომ ექვსი თვის განმავლობაში შავზე იძახა თეთრიო. თუ რამე იყო დანაშაული, ის იყო დანაშაული რაც გაგვიკეთეს, კარგია, რომ ხელისუფლება გატყდა,“- ამბობს მელია.

ამასთან, ნიკა მელია მამუკა მდინარაძის განცხადებასაც ეხმაურება, რომლის თანახმადაც, კირკიტაძემ თითქოს დანაშაული აღიარა და „ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტიკურ დევნილად არასამართლიანად მიიჩნევდა.

„არ გრცხვენია?- მდინარაძეს მივმართავ, ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, არის ის, რომ თქვენ ხართ მსახური ერთი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც არაფრად მიაჩნია სისხლის სამართლის კოდექსი, კონსტიტუცია, საერთოდ, წესი და რიგი. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ დისპროპორციულია სასჯელი, კირკიტაძე არ უნდა გყავდეს ციხეში ჯაჭვით რომ სცემს მოქმედ სპორტსმენს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ტატამზე და გირაოთი უშვებ. ენას კბილი დააჭირეთ, სანამ რამეს იტყოდით“-განაცხადა მელიამ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები