ახალი ამბებიშემთხვევა

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა

ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი, ნათია გოგალაძე ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოქალაქე ირაკლი დეკანოიძემ ყოფილი ცოლი დღეს დილით დაჭრა.

როგორც ცნობილია გოგააძე საქართველოში განქორწინების ოფიციალურად დასარეგისტრირებლად რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილ ცოლს, საცხოვრებელში ხელყუმბარა შეუგდო, ასაფეთქებელი მოწყობილობის არაფეთქების შემდეგ კი, თავის არეში მტავლობითი ჭრილობები მიაყენა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციას დაკავებული არ ჰყავს.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები