ახალი ამბებისაზოგადოება

ხარაგაულში 50-მდე მუშა გაიფიცა

ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულაში, 50-მდე მუშა შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მეორე დღეა სრული მასშტაბით გაიფიცა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ცნობით შპს ,,ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალმა“ დასაქმებულებს არასრული სახელფასო ანაზღაურება გადაუხადა, რაც მუშებში უკმაყოფილების მთავარი მიზეზი გახდა.
ითხოვენ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების მოწესრიგებას და სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვას. დამსაქმებელი კომპანია მათთან მოლაპარაკებას ამ დრომდე არ აწარმოებს.
რკინიგზელთა პროპკავშირი მოუწოდებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“-ს, სამუშაო პირობებისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით, ადგილზე გაგზავნოს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და მედიაციის მექანიზმის გამოყენებით, უზრუნველყოს კოლექტიურ შრომით დავაზე, მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვის პროცესის დაწყება.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები