ახალი ამბებიმსოფლიო

ხანძარი სამგზავრო გემზე – დაღუპულია 25 და დაკარგულია 9 ადამიანი

კალიფორნიის სანაპიროსთან, კუნძულ სანტა-კრუსიდან 20 მეტრის მანძილზე სამგზავრო გემ “კონსეპშენს” ცეცხლი წაეკიდა და ჩაიძირა. ხანძრის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, კიდევ 9 უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ხანძარი გემზე ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გემზე 34 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.

ცეცხლწაკიდებული გემიდან გადარჩენა 5 ადამიანმა შესძლო, რომლებიც გემბანზე იმყოფებოდნენ და წყალში გადახტომა მოასწრეს. დანარჩენებმა, ქვედა გემბანზე ყოფნის გამო, ხანძარს თავი ვერ დააღწიეს.

გემი კრუიზში 31 აგვისტოს გაემართა და სანტა-კრუზთან გუშინ შეჩერდა. მასზე დაივინგისა და სპორტული თევზაობის მოყვარულები იმყოფებოდნენ.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები