ახალი ამბები

ხანძარი ნაძალადევის რაიონში

ხანძარი ნაძალადევის რაიონში. 50 წლამდე მამაკაცი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც გამგებლის მოადგილე ამბობს, ხანძრის მიზეზი სიგარეტის ნამწვავია, რომელიც ადამიანს, ჩაძინების გამო დაუვარდა. ერთ ოჯახში გაჩენილმა ხანძარმა სამი ოჯახი დააზარალა. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები, ხანძარი ლიკვიდირებულია, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები