ახალი ამბებიპოლიტიკა

“კერზაიას გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვის ხელისუფლებას… უმჯობესია, ბატიაშვილი გადადგეს”

განათლების მინისტრი უნდა გადადგეს, ის კულისებიდან იმართება – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

გოცირიძე ბატიაშვილს მოუწოდებს დატოვოს თანამდებობა და ითხოვს, გამოძიებამ დაადგინოს როგორ და ვისი დავალებით დაიწყო ანონიმური წერილის საფუძველზე ზუგდიდს მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე პოლიტიკური ზეწოლა.

„გამოჩნდა,რომ ქალბატონ ია კერზაიას გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვის ხელისუფლებას. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. უნდა გაეცეს პასუხი, თუ როგორ მოხდა ამ ანონიმური წერილის საფუძველზე ის რეპრესიები, რამაც შემდეგ მიგვიყვანა ამ უბედურ შემთხვევამდე. რაც შეეხება განხილვების პოლიტიკურ ნაწილს ჩვენ განგვიმტკიცდა ის აზრი, რომ მინისტრი არის ფაქტობრივად მძევალი, ფაქტობრივად მას მართავენ კულისებიდან და მრავალი გადაწყევტილება არ მიიღება მის მიერ. უმჯობესია, რომ გადადგეს ამ თანამდებობიდან,“-ამბობს რომან გოცირიძე.

განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დეპუტატების მწვავე კითხვები გუშინ მოისმინა და უპასუხა.

ია კერზაიას საქმეს კი კომიტეტის სხდომა სრულად დაეთმო. ბატიაშვილის განცხადებით, ის აცნობიერებს ამ საქმეზე მორალურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას. დღეს მინისტრი დეპუტატების წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება. განათლების მინისტრი მოხსენებას წაიკითხავს შემდეგ კი დეპუტატები მის პასუხებს შეაფასებენ.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები