ახალი ამბები

კენიის საავადმყოფოში მუყაოს ყუთებში 12 ჩვილის ცხედარი იპოვეს

კენიის დედაქალაქში, ნაირობშიპუმვანის საავადმყოფოში ადგილობრივმა გუბერნატორმა, მაიკ სონკომ არაგეგმიური შემოწმებისას, ჩვილების მუყაოს ყუთებში ჩაწყობილი და გადამალული ცხედრები იპოვა. ამის შესახებ Dailysabah-ი წერს.

სონკო საავადმყოფოში ვიზიტისას Facebook-ის პირდაპირ ეთერში ჩაერთო.

უცნობია, რატომ და როდის გარდაიცვალნენ ბავშვები. კენიის საავადმყოფოებში, ბოლო წლების განმავლობაში, კანონდარღვევისა და არაკვალიფიციურობის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close