ახალი ამბებიპოლიტიკა

კანონის წინაშე ყველა თანასწორნი ვართ – მამუკა ბახტაძე ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პროკურატურაში ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო გამოკითხვის საკითხს გამოეხმაურა.

“საქართველოში კანონის წინაშე ყველა თანასწორნი ვართ, და თუ არსებობს კითხვები, მათ ყველამ უნდა გასცეს პასუხი. დამატებით ინფორმაციას სამართალდამცავი უწყებები მოგაწვდიან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გავრცელებული ცნობით, პროკურატურის ინტერესი ყოფილი მინისტრების, ზურაბ ალავიძის, დიმიტრი ქუმსიშვილის და დავით შავლიაშვილის მისამართით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართვლოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები