ახალი ამბებიპოლიტიკა

კანაფის კულტივაცია/ექსპორტი – საქართველოს პატრიარქს პარლამენტის თავმჯდომარე და შს მინისტრი შეხვდებიან

კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტი – საქართველოს პატრიარქს პარლამენტის თავმჯდომარე და შს მინისტრი შეხვდებიან.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში 12:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც კანაფის კულტივაცია/ექსპორტს ეხება, სასულიერო პირები აპროტესტებენ. კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დროებით შეჩერებულია, თუმცა ის მთავრობას უკან არ გაუწვევია.

მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ კანონპროექტზე მუშაობის საკითხი ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და განხილვების შემდეგ გადაწყდება.

ორი დღის წინ კი საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა მთავრობისგან კანონპროექტის უკან გაწვევა მოითხოვეს.

წყარო: „რუსთავი 2“

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები