ახალი ამბები

კახეთში შვილმა 80 წლის დედა გააუპატიურა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში, 80 წლამდე ასაკის ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მისივე შვილი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, 80 წლის მოხუცმა შვილისგან თავის დაღწევა შეძლო და საშველად მეზობლებს დაუძახა. ადგილობრივებმა კი ლაგოდეხის პოლიციას მიმართეს.

მოხუც ქალბატონს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები