ახალი ამბები

კახა კალაძის განცხადებით, ქართველი საზოგადოება ოკუპაციას გონიერებით უნდა ებრძოლოს

კახა კალაძის განცხადებით, ქართველი საზოგადოება ოკუპაციას გონიერებით და განათლებით უნდა დაუპირისპირდეს და არა ემოციით, რომელიც ისევ მას დააზარალებს.
“მე, როგორც დედაქალაქის მერმა, ძალიან კარგად ვიცი, თუ როგორ ვითარდებოდა ზოგადად ტურიზმი თბილისში. ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სექტორის წინსვლა და განვითარება, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად მეტი და მეტი ტურისტი ჩამოდიოდა საქართველოში და ეს ტენდენცია მზარდი იყო. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ქართველი ხალხი ეროვნული ნიშნით არანაირი ფობიებით არ გამოირჩევა არცერთი ხალხის მიმართ და ამის დამადასტურებელი ის მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტული ტრადიციებია, რომელიც გვაქვს. ტურისტების უსაფრთხოებაზე იყო საუბარი და მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტების უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში დაცულია, მათ შორის რუსი ტურისტების. მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, შეუძლიათ ჩამობრძანდნენ. ჩვენ ოკუპაციას გონიერებით უნდა ვებრძოლოთ, განათლებული, ჭკვიანი ხალხი ვართ ქართველები და არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ისევ ჩვენ დავზიანდეთ. იმას, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური წინსვლით უნდა ვებრძოლოთ”, -აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები