ახალი ამბები

კადიროვი დაღესტანის მოსახლეობას ემუქრება

დაღესტანში მოსახლეობა ჩეჩნეთთან საზღვრის ნიშნულების დამონტაჟებას აპროტესტებდნენ და ეს ნიშნულებიც ამოიღეს. სწორედ ამ მაცხოვრებლების მისამართით გააკეთა კადიროვმა მუქარის შემცველი განცხადება.
„აიღეთ თქვენი კომენტარები, ჩვენ ყველაფერს ვკითხულობთ, ამაზე მთელი ჯგუფი მუშაობს. თუ თქვენ ჩემს სისხლს, ჩემს გვარს, ჩემს ხალხს შეურაცხყოფთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის…. თვქვენ ენას და თითებს მიაქციეთ ყურადღება, თორემ თითებს დაგამტვრევთ და ენას ამოგგლეჯთ. გაითვალისწინეთ, რომ არც ერთ პროვოკაციულ კომენტარს ან ვიდეოპუბლიკაციას არ გამოვტოვებთ. კარგად მიცნობთ , ნათქვამის ასრულება მიყვარს. ჩეჩნეთის სამართალდამცავი და სპეცსამსახურები „მივლენ დაკარზე დაუკაკუნებენ“ მათ, ვინც ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერს. “- განაცხადა კადიროვმა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები