ახალი ამბები

ჯერჯერობით უცნობია თავჯდომარის ვინაობა

პერსონას დიპლომს მოჰყვება უნიკოდი აღიარებული სახელმწიფოს მიერ

 “პერსონა”  2020 წელს მეშვიდედ გაიმართება

მაია ცომაიას ბლოგი

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ყოველწლიურ პროექტ “პერსონა”-ს ერთ-ერთი ორგანიზატორისა და ბორდის თავჯდომარის ინგა სიორიძის გარდაცვალების მერე ჯერჯერობით უცნობია 21 კაციანი  ბორდის თავჯდომარის ვინაობა.

შეგახსენებთ, საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია “პერსონა” 2020 წელს მეშვიდედ გაიმართება. გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან ბიზნეს, საჯარო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწე წარმატებული ადამიანები

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წარმატებულ ადამიანებს 21 კაციანი ბორდის შემადგენლობა აფასებს, რომელიც წლის მანძილზე იკვლევს “პერსონას” ტიტულზე წარდგენილ ადამიანებს,აკვირდება მათ საქმიანობას და შემდეგ აძლევს ხმას. 

პროექტის  იდეაც და საავტორო უფლებაც ჟურნალისტ იოსებ კავკავაშვილს ეკუთვნის, რომელმაც  უკვე გაგვაცნო “პერსონა 2020”-ის საკოორდინაციო საბჭოს (ბორდის) წევრების შემადგნელობა, რომელთა შორის გასული წლის წევრებიდან კვლავ არიან ტელე-რადიო საქართველოს ხმის FM 107.9 ჟურნალისტი, გადაცემა “პაციენტის დრო”-ს ავტორი და წამყვანი მაია ცომაია, ესთეტიკური მედიცინის ექსპერტი და პროფესორი ხატია ბედინაშვილი, იურისტი დავით გელაშვილი, პიარ მენეჯერი ნინო მაჩაიძე და ვოკალისტი ნინო კომახიძე, ექიმი თამარ ჭიჭინაძე, ექიმი,პროფესორი -მაია ლომთაძე. ბორდის ძველ შემადგენლობას დაემატნენ ახალ წევრები: მომღერალი ირმა სოხაძე, სამართლის დოქტორი გელა ტყეშელაშვილი, ადვოკატი ჯიტა გულუა, კომპოზიტორი ლეილა ლეგაშვილი, საზოგადოება თელაველების დამფუძნებელი თამარ ბოტკოველი, დირიჟორი პავლე ჭუმბურიძე, ფსიქოთერაპევტი თინათინ მაჩაიძე, ბიზნესმენი ვასკა სანიკიძე, ჟურნალისტი გურამ არუთუნიაშვილი, იურისტი ნათია შათირიშვილი, პედაგოგი მარიკა ცუკილაშვილი არიან

დაჯილდოების პრინციპი და შერჩევის კრიტერიუმები:

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას მთავარი კრიტერიუმი გახლავთ ყოველწლიურად ქვეყანაში წარმატებული 50 ადამიანის გამოვლენა რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  1. სოციალურად აქტიური/ქველმოქმედება
  2. ხარისხის განვითარება
  3. ნოვატორობა
  4. პროფესიონალიზმი
  5. საზოგადოების მხრიდან აღიარება
  6. სამოქალაქო აქტივობა
  7. სფეროს განვითარებაზე ზრუნვა
  8. ეროვნულობა/ტრადიციულობა
  9. რეფორმების განხორციელება

 

ჯილდოვდებიან  კულტურისა და ხელოვნების, სამოქალაქო, საჯარო, საგანმანათლებლო, სამედიცინო, ბიზნესისა და სხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე ეპოქის მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები, მოცეკვავეები, მომღერლები, მუსიკოსები, მწერლები  და სპორტსმენები.

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას დიპლომს მოჰყვება უნიკოდი, რომელიც აღიარებულია სახელმწიფოს მიერ

 საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ყოველწლიურ პროექტ “პერსონა”-ს სახელობითი ტიტულებს დაემატა

ინგა სიორიძის სახელობის  “პერსონა”-ს ტიტული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

საუკუნის პერსონა

ბრენდ პერსონა

პერსონა-მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

პერსონა-განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

პერსონა-ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

პერსონა-კულტურასა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

პერსონა-სამოქალაქო და საჯარო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

პერსონა-ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის

პერსონა-მედიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

პერსონა-რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

 

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close