ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე მხარჯავ უწყებად ითვალება

გაუმართავი და არც ისე წარმატებული პროექტები

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2020 წელს სავარუდო ცვლილებებს ელოდებიან. სამინისტროს მიერ წამოწყებული ჯანდაცვის პროგრამები გაუმართავი და არც ისე წარმატებული აღმოჩნდა ქვეყნისთვის

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით უფასო მედიკამენტებისთვის გამოყოფილი თანხა 2020 წელს, 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონ ლარამდე დაიწევს, ამის მიზეზი კი, მოსახლეობის ნაკლები ინფორმირებულობა და ამ მედიკამენტთა დიდი მარაგია.

როგორც ცნობილია, უფასო მედიკამენტების პროგრამა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი წამოწყებაა, სამინისტროს თქმით, ამ პროგრამის კიდევ ერთი პრობლება ბიუჯეტის ათვისებაა, რაც პროგრამის წამოწყებისას მოსახლეობის ნაკლებმა ინფორმირებულობამ გამოიწვია.

ცვლილებებია C-ჰეპატიტის პროგრამაში, არსებული ბიუჯეტი 11 მილიონი ლარიდან 7 მილიონ ლარამდე დაიწევს.  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის თქმით,  ბიუჯეტის 4 მილიონი ლარით შემცირების ხარჯზე აღნიშნული სისტემა დაიხვეწება და გაიზრდება ხალხთა ინფორმირებულობაც.

აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით 11 სამინისტროდან ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე მხარჯავ უწყებად ითვალება, 73 პიარისა და 3,978 მილიარდი ლარის მუხედავად ხარვეზებია  სისტემაში. ახალი მინისტრი ჯერ მედიაში არ ჩანს, მოსახლეობისთვის კი კვლავ უცნობია რას აკეთებს სამინისტრო ახლა.

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები