ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოება

ივანიშვილს ეზიზღება ქართველები, გამორჩეულად ეზიზღება საქართველოს რამდენიმე კუთხე – მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ემიგრანტებთან

“ერთად სახლში” – ემიგრანტების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის პირველი შეხვედრა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან.

მიხეილ სააკაშვილი შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა.

მიხეილ სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც იძულებულები გახდნენ სახლები დაეტოვებინათ და ემიგრაციაში წასულიყვნენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, უნდა დასრულდეს დრო როდესაც ქუთაისის აეროპორტებიდან მოქალაქეები ევროპაში წასასვლელად ცალმხრივ ბილეთს ყიდულობენ და უკან აღარ ბრუნდებიან.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საქართველოდან უკიდურესი გაჭირვების გამო უცხო ქვეყანაში წასულები თავის ისტორიას ყვებოდნენ, როგორ გადის წლები ემიგრაციაში და როგორ უყურებენ სკაიპით საკუთარი შვილების გაზრდას.

ყველას დაბრუნების სურვილი აქვს, თუმცა ტოტალური უმუშევრობა სამშობლოში და მძიმე სოციალური პრობლემები მთავარი ბარიერია. მიხეილ სააკაშვილის თქმით, აუცილებელია ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეიქმნას, სწორედ ამის შემდეგ უნდა დაბრუნდნენ ემიგრანტები სამშობლოში. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა ქვეყანას რეანიმაციული მდგომარეობა აქვს და მას ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები