ახალი ამბებივიდეოსაზოგადოება

„ივანიშვილს აქვს სხვა მიზანი… ინდურ სერიალებს კი არა, პრობლემა შეექმნება ქართულ სერიალებს“- ნიკა ქავთარაძე სერიალებთან დაკავშირებით ივანიშვილის ინიციატივაზე

ტელეკომპანია პირველის გადაცემაში “პირველებში” პროდიუსერმა ნიკა ქავთარაძემ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაზე, კინო წარმოებაზე ისაუბრა და განმარტა თუ რა შეიძლება მოუტანოს ამ მოვლენამ ქართულ ბაზარს.
ნიკა ქავთარაძის თქმით, ივანიშვილი სერიალებს უყურებს სერიოზულად და მათში პრობლემას ხედავს, ამასთან მას ამ ბიზნესთან დაკავშიებით სხვა მიზნები ამოძრავებს.
მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ამგვარი ჩარევა სატელევიზიო ბაზარში არის კანონზომიერებების დარღვევა.
“ბიძინა ივანიშვილი რის გამოც იწყებს ამის კეთებას და ამგვარი ჩარევა ბაზარში არის კანონზომიერების დარღვევა რამდენიმე ნაწილში. მაგალითად, გადაიღო ჯგუფმა სერიალი. იმ ბიუჯეტის მქონე ფილმის ყიდვა რომელ ქართულ ტელევიზიას შეუძლია? რომელ ტელევიზიაში გავა 14 სერიალის ნაცვლად 14 ქართული მაღალბიუჯეტიანი სერიალი. პირველი რის გამოც არის ინდური და თურქული სერიალები ეს არის მათი დაბალი ბიუჯეტი. ამიტომ ვერ ჩაანაცვლებს ქართული სერიალებით ინდურ და თურქულ სერიალს.თუ ბიძინა ივანიშვილი დაიწყებს კინო წაროებას.ინდურ სერიალებს კი არ შეექმნება პრობლემა. პრობლემა შეექმნება ქართულ სერიალებს. მე რომ მაქვს ტელევივიზია , ჩემით ვაკეთებ სერიალს და მსაიობს აქვს 3000 ლარი ის გადაუხდის 7000 ლარს მე მან წამართვა მსახიობი, წამყვანი. მისი მთავარი მიზანი არის ბაზრის არევა” – აცხადებს ნიკა ქავთარაძე.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები