ახალი ამბებიპოლიტიკა

“ივანიშვილო სიცოცხლეს გაგიმწარებთ” – მოძრაობა “სირცხვილია” 25 ნოემბერს მასშტაბური აქციისთვის ემზადება

მოძრაობა “სირცხვილია” გეგმებს არ ცვლის და 25 ნოემბერს მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩატარებისთვის ემზადება.
რამდენიმე წუთის წინ, “სირცხვილიას” წევრებმა პარლამენტის წინ ბრიფინგი გამართეს, სადაც შოთა დიღმელაშვილმა ტქვა, რომ 20 ივნისის ღამის შემდეგ, გახარიას დაწინაურება, “გავრილოვის პატიმრების” ციხეში ყოფნა და დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტის ჩავარდნა, ხელისუფლების მხრიდან დაცინვაა.

“რეპრესიები გრძელდება დაშინების მიზნით, სწორედ ამიტომ დააკავეს რურუაც. 25 ნოემბერს მასშტაბური აქცია ჩატარდება დ ეს იქნება პასუხი ივანიშვილს. სიცოცხლეს გავუმწარებთ, ეს დაკავებები ჩვენ პროტესტს ზიანს ვერ მიაყენებს. საზოგადოების გაერთიანება შეასრულებინებს დაპირებას,”- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები