ახალი ამბებიპოლიტიკა

ივანიშვილი: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა არალეგიტიმურია

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა არალეგიტიმურია და მათ ყველა ვარიანტში მოუწევთ კანონს და კონსტიტუციას პატივი სცენ- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არჩევნები არ ყალბდება. „რაც ჩვენ მოვედით, საქართველოში არჩევნების გაყალბების მცდელობას არ ყოფილა. მე პირადად ნათქვამი მაქვს: ხელს მოვაჭრი ვინმემ გაბედოს და თავში გაივლოს, რომ ყუთში სხვის ბარათის ჩაგდებას გაიფიქრებს“ – განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც ქართული ოცნების თავჯდომარემ განაცხადა, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი და მოსახლეობა სწორი მიმართულებით განვითარდეს.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები