ახალი ამბებიპოლიტიკა

ივანიშვილი: ეკა გიგაური გადავიდა „მოუკრეფავში“

მე რამდენჯერმე ვაჩვენე მას მინიშნებებით, რომ კარგი იქნება ის გავიდეს ამ სექტორიდან, რამეთუ ძალიან ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო საზოგადოებას ეკა გიგაურის იქ ყოფნა,-ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა„მაესტროს“ ჟურნალისტ მაგდა ანიკაშვილის მიერ დასმულ შეკითხვას, ეკა გიგაურის ინფორმაციაზე, იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნაში ხელს უშლის.

„რამდენიმე NGO-ს აქვს პრეტენზია. ისინი არგუმენტების გარეშე დაადანაშაულებენ ხელისუფლებას, მერე თუ ხელისუფლება ამას უპასუხებს, ამას აფორმებენ, როგორც ზეწოლას სამოქალაქო სექტორზე. თუ მედიას, არგუმენტირებულად უპასუხებ, რასაც მე ვახერხებ, ამბობენ, რომ მედიაზე ვახდენ ზეწოლას. ასევე ხდება NGO-ების ნაწილში, რომელშიც ლიდერი გახლავთ ეკა გიგაური. ის უკეთებს კოორდინაციას, გააერთიანა „ეს შენ გეხება“ და კიდევ რამდენიმე ჯგუფი, მე რამდენჯერმე ვაჩვენე მას მინიშნებებით, რომ კარგი იქნება ის გავიდეს ამ სექტორიდან, რამეთუ ძალიან ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო საზოგადოებას ეკა გიგაურის იქ ყოფნა. მე ბევრჯერ მიპასუხია მისთვის, გამომიტანია მისი სიცრუეები, მაგრამ დღეს ვიქნები კარდინალური, ის ცდილობს ქვეყანა დააზიანოს არათუ შიგნით და გარეთ, არამედ გადავიდა „მოუკრეფავში“ რომ იტყვიან. ამბობს, რომ ამერიკის ელჩს აღარ ნიშნავს ივანიშვილიო.

ჟიჟილაშვილთან მივიდა, დაალაგეს ახლა ეტყობა. ჟიჟილაშვილის წუხილი იყო კიდევ, უი, უი, რა გვეშველებაო. იქ გიგაურმა გააკეთა განმარტებები, რომ საშინელებები ხდება. წარმოუდგენელ თამაშში შევიდა უკვე ეკა გიგაური. ამაზე პასუხის გაცემაზე მცდელობაც არ მექნება. შედით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე და ნახეთ რამდენი ელჩი დანიშნეს და სად არის ვაკანსია. ამის იქით როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი? ეკა გიგაურს სურს ამ მინდორზე გადაგვიყვანოს და იქიდან დაიცვას თავი იმ კითხვებისგან, რომელიც მის მიმართ ისმის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები