ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თინა ბოკუჩავას მიმართავს

” ეს ივანიშვილი თქვენი ასე მარტივად
სახსენებელი არ არის. თქვენ, ბევრჯერ მკითხეთ
ქალბატონო თინა, – “რა იცით თქვენ?!”. ბატონ ბიძინაზე
მე ვიცი ძალიან ბევრი კარგი რამ, ის სიკეთეები ვიცი,
რაც მას უკეთებია, მეტი არაფერი არ ვიცი. თქვენგან
განსხვავებით მე ვიცი მისი ფასი. ბიძინა ივანიშვილის
ფასი ამ ქვეყანაში არის ის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც
გარანტია დღეს ქვეყანაში მშვიდობიანობის, სტაბილურობის,
და იმის, რომ ჩვენ სუვერენიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი
სცენ. აი, ეს არის, ეს ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქისთვის
არის საკმარისი, რომ მის გვერდით ვიდგე, ვიქნები მინისტრი
თუ ამომრჩეველი.”

როგორც ქალბატონმა თეამ განაცხადა, მან კარგად იცის
ვინ არის ბატონი ბიძინა. ის მუდამ მის გვერდით იდგება,
იქნება ის მინისტრი თუ უბრალოდ ამომრჩეველი.
შეგახსენებთ, რომ ქალბატონი თეა 2012 წლის 1 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია
„ბიძინა ივანიშვილი − ქართული ოცნებიდან“
ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.
2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს
იუსტიციის მინისტრად.

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები