ახალი ამბებიპოლიტიკა

იციდენტი პარლამენტის წინ – ლევან ვასაძეს რუსეთუმე და პუტინის მეგობარი უწოდეს

პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია, სადაც უკვე მე-18 დღეა ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა, ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა და სასულიერო პირებმა დაიკავეს.
ლევან ვასაძის სიტყვით გამოსვლის დროს გარკვეულ ინციდენტს ქონდა ადგილი. ლევან ვასაძემ შეკრებილ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ მას რუსეთუმეობაში სდებენ ბრალს, რაზეც იქ მყოფმა ახალგაზრდამ უპასუხა, რომ ლევან ვასაძე ნამდვილად რუსეთუმე და პუტინის მეგობარი იყო. ამ რეპლიკას ლევან ვასაძის მხარდამჭერი აგრესიული ჯგუფებისგან ხმაური მოჰყვა, მათ ახალგაზრდას სიტვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და წყალი შეასხეს. ინციდენტი პოლიციამ განმუხტა და ახალგაზრდა ტერიტორიიდან გაიყვანა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები