ახალი ამბები

იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა

იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი 96 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ დაწერა.

„მინდოდა, რომ ეს დღე არასდროს დამდგარიყო. დღეს დილით ფრანკო ძეფირელიმ დაგვტოვა. oს მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი იყო. ვიზიარებთ მისი ახლობლების მწუხარებას. ნახვადმის, ძვირფასო ოსტატო. ფლორენცია შენ არ დაგივიწყებს“, – წერს ნარდელა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები