ახალი ამბები

ისნის რაიონის გამგეობა და GWP პრობლემურ მისამართებზე ინფრასტრუქტურულ საკითხებს ერთობლივი ძალებით მოაგვარებენ

ისნის რაიონის გამგეობისა და კომპანია „ჯორჯიანუოთერ ენდ ფაუერი“ შეთანხმებით, რაიონში არსებულ პრობლემურ მისამართებზე ინფრასტრუქტურული საკითხები ერთობლივი ძალებით მოგვარდება. საქმე ეხება კომპანიის მხრიდან მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას, რათა გამგეობამ შეუფერხებლად უზრუნველყოფს აღნიშნული მისამართებზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება.

ამასთან დაკავშირებით შეხვედრა ისნის რაიონის გამგებელს, კახა ლაბუჩიძესა და კომპანია „ჯორჯიანუოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობას შორის შედგა, სადაც რაიონში არსებული პრობლემური ქუჩების და ობიექტების საკითხი განიხილეს.

ისნის რაიონის გამგეობამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ მისამართების შესახებ, სადაც მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემის გაუმართაობის გამო, საგზაო სამუშაოები აქამდე ვერ ხორციელდება.

ამ მხრივ 12 პრიორიტეტული მისამართი დასახელდა: მთისძირის II შესახვევი, ციხისძირის შესახვევი, თავისი ჩიხებით, ჯუმბერ ლეჯავას ქუჩა, საბარგოს XII ქუჩა, ნავთლუღის დასახლება I და II შესახვევი, მელაანის IV შესახვევი, საექიმოს ქუჩა, გუდარეხის ქუჩა და შესახვევი, კოშკოვანის ქუჩა (აწყურიდან – ა. ზურაბაშვილის ქუჩამდე), არმაზის ქუჩა, ალადაშვილის შესახვევი და შორაპნის ქუჩა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული ობიექტების ნაწილი მიმდინარე წლის ბოლომდე განხორციელდება, ხოლო დანარჩენ ქუჩებზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 2019 წლის საბიუჯეტო პროექტებში იქნება გათვალისწინებული.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები