ახალი ამბებიპოლიტიკა

“ირღვევა საარჩევნო წესები, როცა უსამართლობა კანონად იქცევა, იძულებული ვართ დავიცვათ ხმები” – ცესკოსთან აქცია გაიმართა

ზუგდიდში განვითარებული მოვლენები გუშინ გვიან ღამით თბილისში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები თამარ ჟვანიასთან შეხვედრას და კითხვებზე პასუხების გაცემას მოითხოვდნენ. აქტივისტებმა ცესკოს თავმჯდომარე ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულეს. შეკრებილები მასშტაბურ აქციებსაც აანონსებენ:

“გამოვიდეს ქალბატონი თამარი ან მისი შემცვლელი ადამიანი, რომელიც გაგვცემს პასუხს რატომ ირღვევა საარჩევნო წესები. როცა უსამართლობა კანონად იქცევა, იძულებული ვართ დავიცვათ ხმები,”- გაანცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების” თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილმა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები