ახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მხარს უჭერს

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის რეგულირების ჩარჩოში მოქცევა საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხია და შესაბამისად, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს.

„ეს არის საზოგადოების პრობლემა, ეს არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს შესწავლას და კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. როდესაც ეხები გამოხატვის თავისუფლებას, რა თქმა უნდა განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა დამეთანხმებით, რომ სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს კიდეც გამოხატვის თავისუფლება, თუმცა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოქცეული უნდა იყოს ლეგიტიმურ ჩარჩოებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს, დააჩქაროს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები