ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეობის მიერ დანიშნულ მოკლევადიან დამკვირვებელთა ჯგუფს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეობის მიერ დანიშნულ მოკლევადიან დამკვირვებელთა ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძემ დამკვირვებლებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფლად, სამართლიანად, მშვიდობიან გარემოში და უმაღლესი საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საარჩევნო კამპანიის პროცესში არსებული გამოწვევები.​

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები