ახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით: „არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, კონკრეტული განაჩენი და უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ განაჩენის შესაბამისად”

„ჩვენთვის სახელმძღვანელოა სასამართლოს გადაწყვეტილება. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, კონკრეტული განაჩენი და უნდავიხელმძღვანელოთ ამ განაჩენის შესაბამისად”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ე.წ. ციანიდის საქმესთანდაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ დეკანოზს, ეს პრეზიდენტისგადასაწყვეტია.

„ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, ჩვენ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც სტრასბურგის მოსამართლეები საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ გავრცელებულკადრებს ნახავენ, ისინი თავის სუბიექტურ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებენ.

„მე პირადად მაქვს ნანახი უშუალოდ ის ვიდეო კადრები, რომლებიც გავრცელდა თავის დროზე საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ.როდესაც სტრასბურგის მოსამართლეები ამ კადრებს ნახავენ, ისინი ალბათ თავის სუბიექტურ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებენ”, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები