ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე აშშ-ისა და ევროპის სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ევროპის სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიღო, რომლებიც საქართველოს მარშალის გერმანული ფონდის ეგიდით სტუმრობენ.

საუბრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და პოლიტიკური რეფორმები და მომავლის პერსპექტივები იყო. ირაკლი კობახიძემ სტუმრებს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო რეფორმასა და მის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობასა და დეოკუპაციის სტრატეგიას, ასევე, დევნილთა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას.

შეხვედრაზე განიხილეს ეროვნული უმცირესობების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციის კუთხით არსებული ვითარება. მხარეებმა საქართველოს ხელისუფლების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გამახვილდა სიღარიბის აღმოფხვრის მექანიზმებზე, დეცენტრალიზაციასა და განათლების სფეროს განვითარებაზე გაამახვილა. შეხვედრაზე, ასევე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და არაღიარების პოლიტიკაზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ვითარებაზე იმსჯელეს.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები