ახალი ამბებისაზოგადოება

ირაკლი ჯანყარაშვილი: ბათუმის მერის იმპიჩმენტის ყველა პირობა არსებობს

სამოქალაქო აქტივისტი აჭარიდან – ირაკლი ჯანყარაშვილი, ფეისბუქის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს;
ბათუმის მერის იმპიჩმენტის ყველა პირობა არსებობს არგუმენტებით და ფაქტებით გაჯერებული, მაგრამ როგორც მერი ყავს ბ-ნ რიჟვაძეს ჯიბეში ისევე ყავს საკრებულოს თავმჯდომარეც,
30 000 ბათუმელის უგუნებელმყოფელი და ვინმე აბდუშელიშვილის ბიზნეს ინტერესების გამტარი ბ-ნ კომახიძე უკვე დიდი ხანია არაფერს წყვეტს მერიაში.
როგორც ვიცი წასვლაც უნდოდა, მაგრამ შეაკავეს გუნდის რღვევას,ხომ ვერ დაუშვებდა ბ-ნ თორნიკე ამიტომაც კომპრომატებით შეაჩერეს ადგილზე და უბრალო ხელმოწერად დაიტოვეს მერიაში, რომელიც ვერაფერს წყვეტს, რეალურად.
მარტში ტერმინალის მშენებლობის ნებართვას მოაწერინა ხელი. ( წინა ღამით რიჟვაძემ დაიბარა კაბინეტში და მოთხოვა ან ტერმინალის მშენებლობის ნებართვას მოაწერდა ხელს ანაც ვიცემერის ბედს გაიზიარებდა, დღეს,რომ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა ანუ ბიუჯეტს ჭამდა ვიცე მერი და თვითონ მერი საქმის ყურში არ იყო. )
ლოგიკას, მოკლებული,რომ არის ბიუროკრატიაში ჩაუხედავიც კი მიხვდება, ასე,რომ ბ-ნ რიჟვაძეს ან და სხვა კომპრომატები საკმაოდ მრავლდა ექნებოდა (აქვს) ბათუმის მერზე.
აღარაფერს ვამბობ გონიოს ნაგავსაყრელზე, ინვესტრი ვერ იპოვნს და ცეცხლაურის ნაგავსაყრელისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 1 500 000 ლარი სად გაქრა კაცმა არ იცის.
— ასე,რომ ჩემო ბათუმელებო ტერმინალი დიდი ბრძოლით დროები გავაჩერეთ, მაგრამ როდის დაიწყებს ყაზახები მშენებლობას არავინ იცის, ნებართვა გაცემულია კანონის დარღვევით და საკრებულოს ჩაურევლად,რომლის თავმჯდომარეც რიჟვაძის ჩვეულებრივი თოჯინაა,
მერის იმპიჩმენტით დავიწყე საუბარი, რომელიც საკითხად აუცილებლად დადგებოდა სულ გაყიდული საკრებულოს თავმჯდომარე, რომ არა მაგრამ, ეხლა რომელი მერის იმპიჩმებტი დადგება,როდესაც ქიმ-ტერმინალის საკითხმა გვიჩვენა თუ როგორ უხეშად ერევა ბ-ნ რიჟვაძე მუნიციპალურ მმართველობაში, უფრო მოკლედ,რომ გითხრათ ქალაქის მერია, საკრებულო თავის კაპინეტში აქვს გადატანილი და მერიის შენობაში ფორმალური ფიგურები ყავს, ქალაქის ბიუჯეტიდან ჯიბეებს რომ ისქელებენ უკვე წლებია.

ღმერთი არ გაუწყრეს ბახტაძეს ან პატარიძეს და ქიმ-ტერმინალის შემდეგ ბირთული ქობინის პროექტის ლობირება არ დაავალონ თორნიკე რიჟვაძეს,თორმე ამ ნებართვის გაცემაც არ გაუჭირდება ბ-ნ ლაშას არც ”ურანი”ს ჭამაზე იტყვის უარს მგალობლიშვილი …..

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები