ახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მეორე პრემიერმინისტრი პარტიაში პოლიტიკური მდივნის პოზიციას დაიკავებს და ამ თანამდებობაზე გია ვოლსკის შეცვლის.”
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან იყო, 2015 წლის 23 დეკემბერს კი, საღამოს 8 საათზე გაკეთებული შემდეგი განცხადებით პოსტი დატოვა: „თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო, მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ახლა, როცა გამყარებულია ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო მიმართულებები, მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს“
სამჯერ გადადებული ბრიფინგის შემდეგ, პრემიერ მინისტრი თანამდებობას ამ სიტყვებით ტოვებს და ახლა კვლავ ბრუნდება იმავე პარტიაში, რომლიდანაც, თითქოს, თავისი ნებით წავიდა. პარტიაში, რომელიც დღეს არეულია. არავინ იცის ვინ მიდის და ვინ მოდის.
მის უცნაურ გადადგომას “ქართულმა ოცნებამ” ნებაყოფლობითი უწოდა და თითქოს ამით მან ბიძინა ივანიშვილის მაგალითი გაითვალისწინა.
ვნახოთ, შეძლებს თუ არა ირაკლი ღარიბიშვილი მდგომარეობის გამოსწორებას “ქართულ ოცნებაში” და შეიცვლება თუ არა რამე მისი დაბრუნების შემდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილი 3წლის შემდეგ კვლავ დაბრუნდა.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები