ახალი ამბებიპოლიტიკა

“იქნებ ვინმემ ასწავლოს ივანიშვილს, რომ ეს ბუნებრივი ბარიერია და მასში არავითარი ნაღმი არ დევს”- მამუკა კაციტაძე

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერი, მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ ე.წ. ნულოვან ბარიერში ნაღმი არ დევს. შესაბამისი განცხხადება ოპოზიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის ოფისში გააკეთა, სადაც ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე ამ წუთებში მსჯელობს.
“ბუნებაში ნულოვანი ბარიერი არ არსებობს. იქნებ ვინმემ ასწავლოს ივანიშვილს, რომ ეს ბუნებრივი ბარიერია, რომელიც 0, 67%-ს უდრის. რაც შეეხება იმას, რომ ნულოვანი ბარიერი ეს დამღუპველია. ყველას გასაგონად შემიძლია ვთქვა, ზოგი ექსპერტი გამოდის ყველაფეის ექსპერტები, რომ არიან, ზოგი პოლიტიკოსი ამბიბს, რომ ამაში ნაღმი დევს და პარტიებს გაყიდიან და იყოდიან, არაფერი ნაღმი არ დევს. თუ ყიდვა-გაყიდვაზეა საუბარი 3%-საც იყიდი, 5%-იც ნაყიდია და კიდევ ბევრ პროცენტიანს იყიდი თუ გამყიდველი ხარ. ამის მიღმა არაფერი არ დევს თუ არის წმინდა პოლიტიკური ბრძოლა. ეს არის სისტემა, რომელსაც პრინციპში დანაკარგი არ აქვს. საზიგადიებაში რა განწყობენიც არსებობს პრლამენტში ის განწყობები აისახება. ჩვენ თანამშრომლობას ვისწავლით. საქმე ბოლომდე მისაყვანია და პროპორციული სისტემა მაქსიმალურად ზუსტი და უნაღმვო უნდა მიიღოს. მმართველ გუნდთან კინსულტაციების და შეხვედრის გარეშე საქმე არ წყდება. არც განაღმვა ხდება და არც გადაწყვეტილების მიღება. საფოსტო მტრედებით ვერ შევატყიბინებთ ინფორმაციას. როგორც იქნა საქმე იქამდე მივიდა, რომ ოცნება მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდება და ახლა აქედან გაჭედოს ვინმემ? რიგირ გეკადრებათ, მთავარია უქიდან რას გამოვადნობთ. გაჭედვას ყოველთვის მივასწრებთ. ასევე მაგიდის აყირავებას ყველა მოასწრებს, მაგრამ მთავარია მაგიდა არ აყირავდეს და ხელისუფლება აყირავდეს”- განაცხადა კაციტაძემ.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები