ახალი ამბები

იქნებ სახელმწიფო ავტომანქანით მოსარგებლეები ბიუჯეტის სასარგებლოდ “ჰკიდებთ” ჯარიმებს მოქალაქეებს

რატომ სარგებლობთ უპირატესობით, როცა არსებობს კანონი!

რადგან ჩემთვის დროს ოქროს ფასი აქვს, რადგან არც ნებისყოფა მაქვს “ვეჭიდაო” მონსტრ უწყებას, დღეს გადავწვიტე ე.წ. ჯარიმის გადახდა, შევედი ჩემს პირად ინტერნეტ ბანკში, შესაბამის გრაფაში ვხედავ 250 ლარის ნაცვლად 750 ლარი მაქვს გადასახდელი! როგორც გამარკვიეს ეს საბანკო პროგრამის ხარვეზია, რადგან არ ხდება გასაჩივრებისას გადასახადის შეჩერება და ვერ ასწორებენ. ხომ წარმოგიდგენიათ, სანამ ზემორე ფაქტს გაარკვევს ადამიანი, რა შეიძლება დაემართოს! 

მაია ცომაიას ბლოგი

მიჭირს აზრების წესრიგში მოყვანა, საიდან დავიწყო არც ვიცი, მოკლედ 5 დეკემბერს, საღამოს 16.39 საათზე, ბერი სალოსის ქუჩაზე მდებარე სუპერ მარკეტ “ფრესკოდან” გამოვედი,, დოდაშვილის ქუჩით სახლისკენ, მესამე მასივის მიმართულებით ვმოძრაობდი. კანონმორჩილი “100 ქულიანი” მძღოლი ვარ. შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობ დავიცვა-მოსახლეობაში დაბალი სიჩქარით ვმოძრაობ.

შორიდანვე შევნიშნე საპირისპირო მიმართულებით მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომლის მარკა, სერია და ნომერი ჩემთვის ცნობილი არ ყოფილა. ვინაიდან აღნიშნული ქუჩიდან წრიულ მორაობაში შესვლამდე გზა ვიწროვდება, საჭე, რაც შემეძლო ავიღე მარჯვნივ, მაქსიმალურად სავალი ნაწილისკენ. ჩვეულებრივად გავიარე რამდენიმე მეტრი და ვხედავ ჩემი მარცხენა სარკე დაკეცილია (ღილაკით იკეცება-იშლება), გაკვირვებით გავიხედე სალონში არსებულ სარკეში, უკან არაფერი შემინიშნავს, არანაირი მინიშნება-სიგნალი, არც ის მანქანა ჩანდა, რომელმაც (შემდგომში ირკვევა) სავარაუდოდ “წამოსდო” ჩემს სარკეს, რომელიც ღილაკით ჩვეულებრივად გაიხსნა. ვინაიდან წრიულ მოძრაობაში შევდიოდი და გაჩერებაც შეულებელი გახლდათ, გავცდი ამ მონაკვეთს თუ არა, მანქანა გავაჩერე, გადმოვედი, დავათვალიერე და ჩემს ავტომობილს არაფერი დაზიანება არ აღენიშნებოდა. გარშემო, არც წინ, არც უკან მე გაჩერებული ავტომანქანა არ დამინახავს. გავაგრძელე გზა.

დაახლოებით 9 საათზე დამირეკეს საპატრულო პოლიციიდან, მაცნობეს, რომ მირეკავდნენ ვინმე თორნიკე ემინაშვილის განაცხადის საფუძველზე, დამდეს ბრალი, რომ მე დავტოვე ავტოსაგზაო შემხთვევის ადგილი, აუცილებლად უნდა გამოვცხადებულიყავი პოლიციის საგამოძიებო განყოფილებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი ავტომობილს აიყვანდენ ძებნაში. წარმოგიდგენიათ, ჩემი მდგომარეობა-რაოდენ “კაბალურ” სიტუაციაში აღმოვჩნდი. მეორე დღეს, დილიდანვე გამოვცხადდი საპატრულოში, გავეცანი ზემორე პიროვნების-“შკოდას” მძღოლის ჩვენებას, რომელმაც იქვე კი არა, ადგილი ჩემთვის დღემდე უცნობია, გამოუძახა პატრულის. აღწერდა როგორ დაუზიანდა მარცხენა სარკე. მეც დავწერე, ზემოთ რაც გიამბეთ და მოუთმენლად ველოდი ობიექტურ გამოძიებას, თუმცა ამაოდ. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ პატრულის გამოძმიებლის დარეკვამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ აღნიშნული ფაქტი მიეკუთვნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევას. ჩემს მაქნანას მცირედი კაწრიც კი არ აღენიშნება.

17 დეკემბერს ვიმყოფებოდი ქ. თბილისის მთავარ საგამოძიებო სამართველოში, ინპექტორ- რომან ტორუასთან, რომელმაც გამაცნო გამოძიების დეტალები. გამოძიებამ მე მცნო ავტოავარიის ფაქტზე დაზარალებულად, რადგან გზის იმ ვიწრო მონაკვეთში მე ვიმყოფებოდი (საგზაო წესების გათვალისწინებით) უპირატესობაში, მაგრამ მაინც გამომიწერა 250 ლარიანი ჯარიმა-ავტოსაგზაო შემთხვევის, ანუ ადგილის დატოვების მუხლით ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე.

18 დეკემბერს მომივიდა წერილი, რომ მე მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უფლება მაქვს მივმართო სასამართლოს. ეს არის სრული დაცინვა და უსამართლობა-ჩემს მანქანას კაწრიც კი არ აქვს!განცხადებაშიც მაქვს აღნიშნული, ფოტოებიც აქვთ მტკიცებულებად!

რა თქმა უნდ არ დავეთანხმე  და გავასაჩივრე, თუმცა 16 იანვარს ადმინისტრაციული სამართადარღვევის ოქმი “ეპ535996” უცვლელად დატოვეს, ანუ “შარო” საიდან მოდიხარო-250 ლარი გადასახდელია! 

როგორც მოქალაქეს, როგორც ჟურნალისტს მაქვს ლეგიტიმური და საფუძვლიანი ეჭვები!!!!!

იქნებ აღნიშნულ მოქალაქეს მომხდარ ფაქტამდე ჰქონდა სარკე გაბზარული და განგებ მოახდინა ჩემს მანქანის სარკის გაკვრა?

იქნებ სახელმწიფო ავტომანქანით მოსარგებლეები ბიუჯეტის სასარგებლოდ “ჰკიდებთ” ჯარიმებს მოქალაქეებს, რომლებმაც ნებსით თუ უნებლიეთ არ იციან, ამ დროს როგორ მოიქცნენ?

რატომ არ უნდა იცოდეს სახელმწიფო ავტომობილის მოსარგებლემ საგზაო ნიშნები, რატომ სარგებლობენ უპირატესობით, როცა არსებობს კანონი!

და კიდევ ბევრი რატომ იარსებებს, სანამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვები და პასუხგაუცემელი კითხვები!

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები