ახალი ამბებიპოლიტიკა

“იპოვეს შანსი რომ პუტინს სიყვარული აუხსნან… ამ ყველაფერს იყენებენ “რუსთავი 2″-ის წინააღმდეგ”- ჯანგირაშვილი გაბუნიას განცხადებაზე ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება

„რუსთავი 2“-ის ეთერში გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა P.S-ში წამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ არაეთიკურ განცხადებას ტელეკომპანია ”კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ვულგარულად და უპასუხიმსგებლობად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს არ უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ “რუსთავი 2”-ში ხელისუფლებამ საკუთარი გეგმები განახორციელოს.

„გაბუნიას მონოლოგი იყო ძალიან მიუღებელი, ძალიან უგემოვნო, ძალიან ვულგარული შეურაცხმყოფელი მაყურებლისთვის პირველ რიგში და უპასუხისმგებლო არხის და კოლეგების მიმართ იმიტომ, რომ თქვენ ისედაც ბეწვის ხიდზე გადიხართ და ძალიან რთული პერიოდი გაქვთ და ეს იყო უპასუხისმგებლობა. თუმცა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ არხის გადასაწყვეტი არხის გადასაწყვეტი როგორი იქნება გაბუნიასადმი მისი დამოკიდებულება და ნიკა გვარამიას დამოკიდებულება იყო აბსოლუტურად ადეკვატური. მან თქვა რომ მიუღებელია გაბუნიას განცხადებები. არხმა უნდა გადაწყვიტოს, არხის საქმეა. ეს არის ეთიკის ქარტიის საქმე რომელმაც უკვე გააკეთა განცხადება და ჩვენი ამქრის საქმეა და არავითარი უფლება იმ ჟურნალისტებს რომლებიც დღე და ღამე იმ ხელისუფლების სამსახურში დგანან, გამოვიდნენ და გაბუნიას ქვები ესროლონ. და ხელისუფლების რეაქცია საერთოდ სასაცილოა, მათ ერთი იპოვეს შანსი რომ პუტინს სიყვარული აუხსნან და სიყვარულში გამოუტყდნენ და მეორე ეს არის წარმოუდგენელი ისტერიკა, რომ ერთი კერძო არხის საავტორო წამყვანთან დაკავშირებით ასეთი ამბავი ატყდეს, რომ აი ომი დაიწყება და ტანკებს შემოგვიყვანენ და ა.შ. ისინი კიდევ ერთხელ ამტკიცებენ რომ სახელმწფო არ გვაქვს მაშინ თუ ასე მოხდება და მთავარი, ისინი ამ ყველაფერს იყენებენ “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ. გაბუნია ხვალ რომ სულ გაგიჟდეს, სულ რომ ტანზე შემოიხიოს და შიშველმა ირბინოს, მე პირადად ეს ვერ შემიშლის ხელს რომ “რუსთავი 2” ისევ ისე დავიცვა როგორც ვიცავდი ადრე და მოვიდე და ფიზიკურად დავდგე თუ მართლა ფიზიკური საფრთხე შეექმნება.“-განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ჯანგირაშვილი არ გამორიცხავს, რომ გუშინდელი გამოხმაურებები რუსეთის საამებლად იყოს მიმართული, რადგან ხელისუფლება თავს დამნაშავედ გრძნობს ქვეყანაში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციების გამო. ასეთ შემთხვევაში, მისი თქმით, ნათელია, რომ ჩვენი ხელისუფლება მთლიანად რუსეთის ხელშია.

„მოხდა ხელისუფლების აბსოლუტური ლუსტრაცია. რიგში ჩამდგარი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, როგორ ეხვეწებოდნენ პუტინს, რომ შენი ჭირიმე, არ წამოეგო პროვოკაციაზე და არ დაგვღუპო, გიორგი გაბუნიას გამო ომი არ დაიწყო. თუ მართლა ჯერათ,რ ომ ვინმემ დედამიწის ზურგზე შეიძლება ომი დაიწყოს კერძო ტელეკომპანიის ჟურნალისტის საავტორო გადაცემაში ნათქვამი, თუნდაც უდიდესი სისულელის გამო, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა მათი საქმე და ჩვენი საქმეც, იმიტომ რომ ისინი ხელისუფლებაში არიან. თუ არ ჯერათ და იმისთვის გამოიყენეს,რომ პუტინისთვის რევერანსები გაეკეთებინათ და ერთგულება დაემტკიცებინათ და ის დანაშაული გამოესყიდათ,რომელსაც ამ ანტისაოკუპაციო აქციების გამო გრძნობენ, მანდ უკვე დიაგნოზი ცხადია, ჩვენი ხელისუფლება არის მთლიანად რუსეთის.“- განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები