ახალი ამბები

ინტერვიუ ექიმთან,რომელმაც კორონავირუსით დაავადებული პირველი 4 პაციენტი გამოაჯანმრთელა

პანდემიის ხანგრძლოვობა დამოკიდებულია ვაქცინაზე, რომელის შექმნა შესაძლოა მომავალ წლამდე გაგრძელდეს

ინტერვიუ ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის ინფექციური განყოფილების უფროს ინფექციონისტთან
მაია ცომაიას ბლოგი
დიდი ხანია თვალს ვადევნებ ჩვენი თანამემამულე ექიმის მუდმივ ჩართულობას საქართველოში მედიცინის სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე. ასევე მაქვს პატივი მქონდეს ურთიერთობა (დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ყოველთვის ახერხებს კონტაქტს) თსსუ-ს საპატიო დოქტორთან- ირმა კვიცარიძესთან. ქ.ნ ირმა წლებია მოღვაწეობს ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრში.
ვფიქრობ, არასამედიცინო საზოგადოებაც უნდა იცნობდეს იმ ქართველს, რომელიც პრაქტიკული მუშაობის გარდა  ჩართულია ჯანდაცვის საერთაშორისო პროგრამებში და ცდილობს საქართველოს სამედიცინო წრეებისთვისაც  ხელმისაწვდომი გახდეს აქტუალური თანამედროვე პროექტები.
მას დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასა  და შეხვედრების ორგანიზებაში. უკვე რამდენიმე წელია ამ ორ უნივერსიტეტს შორის არსებობს პროფესორ მანანა ქუთელიას სახელობის  გაცვლითი პროგრამა. პროგრამის ფარგლებში თსსუ-ის დიპლომამდელი განათლების და საექთნო-საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი  და თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკების ახალგაზრდა ექიმები გადიან სტაჟირებას ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკებში, იმაღლებენ კვალიფიკაციას და იღებენ საერთაშორისო დონის გამოცდილებას.

ამჯერადაც, ირმა კვიცარიძე აქტიურად არის ჩართული კორონავირუსთან ბრძოლის კამპანიაში, სატელევიზიო ჩართვების, ვიდეორგოლებისა და სტატიების სახით გვიზიარებს იმ ქვეყნის გამოცდილებას, თუნდაც შეცდომას, სადაც სისტემა, განსაკუთრებით სამედიცინო, გამართულად მუშაობს!

მნიშნელოვანია გავითვალისწონოთ ის მთავარი აქცენტები, რომელზეც ექიმი დაუსრულებლად ამახვილებს ყურადღებას- სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და შეცდომების თავიდან აცილება!  

ქ.ნ ირმამ ჟურნალისტის ამპლუაც კარგად მოირგო და მის კოლეგებთან ინტერვიუებით მოგვაწოდა მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციები და სასიკეთო რეკომენდაციები.

ამჯერად კი  ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის ინფექციური განყოფილების უფროს ინფექციონისტთან …ეს ის ინფექციონისტია, რომელმაც ავსტრიაში კორონავირუსით დაავადებული პირველი 4 პაციენტი მიიღო და ოთხივე უკვე ჯანმრთელი სახლში გაეწერა.

-როდის და როგორ შეიტყვეთ პირველად კორონავირუსის შესახებ?
-დაიწყო  თანმიმდევრულად ჩინეთიდან -კადრებით დაავადებული ადამიანებზე, სამხედროებით შემოსაზღვრული ვუჰანის რეგიონით, სადაც არც არავის უშვებდნენ და პირიქით, ასევე საველე პირობებისათვის კლინიკის სწრაფი მშენებლობის კადრებით. ჩემი ვარაუდით, სწორედ აქ უნდა გვეფიქრა,  რომ ჩინეთმა კარგად იცოდა რასთან ჰქონდა საქმე.  რასაც ახლა ყველა ვცდილობთ რომ გავაკეთოთ, მათ ეს მაშინვე გააკეთეს.  შემოსაზღვრეს, შემოფარგლეს, იზოლაცია გაუკეთეს ვირუსს. სწორედ ამიტომაც იყო დაავადების მაღალი მაჩვენებელი ვუჰანში, ჩინეთის სხვა რეგიონებთან შედარებით.
– რატომ მაინცდამაინც საველე კლინიკა?
-საველე იმიტომ, რომ არ ვიცით ეს ვირუსი რა კვალს დატოვებს არასპეციალიზირებულ კლინიკებში, ვგულისხმობ ვენტილაცია და საკანალიზაციო სისტემას. ალბათ ეს გაითვალისწინეს ჩინელებმა..
– იტალია?
-იტალიაში მიზეზი გახლდათ მოუმზადებელი სამედიცინო სისტემა და დაგვიანებული რეაქცია.  იტალიაში ჯერ კიდევ არ დასრულებულა პროცესი. მედიკოსების დიდი დეფიციტი აქვთ და სამედიცინო ინსტიტუტის ბოლო კურსის სტუდენტები გადაამზადეს გარკვეული სამუშაოებისათვის.
– რა ხდება ავსტრიაში?
კატასროფა,  რაც გვჭირს იმის ბრალია, რომ ყველასთან ერთდოულად არ ჩავკეტეთ საზღვრები. პირველი- ჩინეთთან ჩაკეტეს საზღვარი.
საუბარში ინსბრუკის (ავსტრია) საუნივერსიტეტო კლინიკის ინფექციური განყოფილების უფროს ინფექციონისტი მუდმივად იმეორებდა- იზოლაცია! იზოლაცია! და ისევ იზოლაცია!
– გერმანიაზე რას გვეტყვით?
-გერმანია დიდი ქვეყანაა. გერმანიის მოსახლეობის მესამედი საზღვარგარეთ მუშაობს, წარმოიდგინე, ისინი ახლა თუ დაბრუნდებიან, რა მოხდება. გერმანიამ უკვე გაამკაცრა კანონი, ყოველდღე უფრო ამკაცრებს რეჟიმს.
-რატომ უნდა დაბრუნდეს ის მესამედი
-ყველა ქვეყანას პანდემიის კანონის პირობებში მოეთხოვება დააბრუნოს მისი მოქალაქეები ქვეყანაში. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს.  არავითარი მთავრობის კეთილი ნება, არამედ ვალდეულება მსოფლიოს წინაშე! გერმანიას კარგი სამედიცინო სისტემა აქვს, შეძლებს გამკლავება! თუმცა დიდი ქვეყანაა!
მეტი საუბრისა და გამოცდილების გაზიარების სურვილი ჰქონდა ჩვენს თანამემამულეს,  მაგრამ მისი კოლეგის დროს გაუფრთხილდა და ბოლო კითხვაც მკურნალობაზე დასვა, ასევე “გილიარდის” მიერ შექმნილი ვირუსის სამკურნალო მედიკამენტ “რიბავირინზე”
– მკურნალობა სიმპტომატურია, ზოგიერთ შემთხვევაში ანტივირუსულ პრეპარატებს გამოვიყენებთ, გილიარდის რიბავირინი არაა ახალი პრეპარატი, ჯერ არანაირი კვლევა  არ ადასტურებს, რომ ეს არის პრეპარატი, რომელიც გადაგვარჩენს.
და ბოლოს ვაქცინაზე კითხვისას, ექიმმა ინფექციონისტმა ბერლინში რობერტ კოხის სახელობის ინტიტუტის მონაცემები მოიშველია, სადაც გარკვევით მითითებულია:
მსოფლიოში პანდემია შესაძლოა გარძელდეს 2 წელი. აქედან მოსალოდნელი დაინფიცირების მაჩვენებელმა 60 დან 70 % რომ მიაღწიოს სჭირდება სულ მცირე 1 წელი . ეს რომ არ მოხდეს იზოლაცია აუცილებელია.
პანდემიის ხანგრძლოვობა დამოკიდებულია ვაქცინაზე, რომელის შექმნა შესაძლოა მომავალ წლამდე გაგრძელდეს.
პს. ავსტრიის ხელისუფლება სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს 28 მილიარდ ევროს ეკონომიკის მხარდასჭერად.
კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close