ახალი ამბებიგართობაექსკლუზივივიდეოკულტურამედიცინამსოფლიოსაზოგადოებასოციალური მედია

ინტერვალი – დასაბამიდან დღევანდელობამდე

13 აპრილს, ყველა მსმენელს ველით "Magti Club"-ში

ქართულ როკ-ჯგუფი „ინტერვალი“ სულ მალე ერთი წლის გახდება. აღსანიშნავია, რომ დღეს ძნელია ნდობის მოპოვება და ინტერესის გაღვივება მუსიკალური თვალსაზრისით. როდესაც მსმენელი მუსიკას უსმენს და აქვს მისი სწორად აღქმის ამბიცია, აუცილებლად უნდა გაიგოს და იგრძნოს ბენდის რეალური ლაიტმოტივი. მრავალჯერ აღვნიშნავ ბენდის ღირსებას, რომელიც გულისხმობს საზოგადოებამდე როკის „ქარტეხილების“ ქართულად მიწვდენას, მსმენლის ნამდვილი გრძნობისა და ლაღი ემოციის გამოხატვას. თითოეული ნაწარმოები, რომელსაც ბენდი ქმნის ერთგვარი გზაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ, მუსიკისა და ტექსტის სინთეზში გაშიფრონ მუსიკალური იდეის შერწყმა – მუსიკალურ „სამოსსა“ და „ფერთა გამასთან“. სწორედ ამ თვალსაზრისით, „ინტერვალის“ თითოეული გამოსვლა ახალი სიტყვა და ერთგვარი პერფორმანსია საზოგადოებისთვის, რომელშიც მთავარი როლი მსმენელს ერგება, ხოლო ამით „ჩვენ“ – ადამიანებს გვაქვს საშუალება, დროებით მაინც შევძლოთ არარაციონალურ ყოფიერებაში მოგზაურობა, მუსიკალური ვნებათაღელვის აღქმა, გახელებული ემოციების მიქსში არსებობა და სიამოვნების განცდა, რაც თითოეული ნაწარმოების შესრულებისას წარმოდგენისა და ცნობიერების განუყოფელი ნაწილი ხდება.

მოდით, ცოტახნით ბენდს შევხედოთ, როგორც „პერსონას“. თვით „ინტერვალია“ უშრეტი ენერგია და ენთუზიაზმი – ”წარმატების რეალური საიდუმლო სწორედ ენთუზიაზმია“. ამიტომ მისი წარმატება თითოეული გულშემატკივარია, რომლებსაც მისი მოსმენით გაუჩნდებათ პროტესტი და ქვეცნობიერის მიმალული დეტალების გაშიფრვასაც ეცდებიან.

რა რჩება ხელთუქმნელი? – არსება და სული, რომელიც იღწვის იპოვოს უხილავი მატერიებიდან გამავალი ჩიხი და თვითმყოფადი ძალით შეაქმნევინოს შემოქმედს ის, რაც ერთეულთა ხვედრია, ანუ ხელოვნების ნიმუში.

ბენდი „ინტერვალი“ უკვე მრავალჯერ წარსდგა მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე. მათი ტემპი კვლავაც არ ნელდება, ახლა ისინი, 13 აპრილს, „Magti Club”-საც ეწვევიან.

ავტორი: დეა ცომაია

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close