ახალი ამბებიგართობადეა ცომაიაკულტურარეკლამა

ინტერვალი – 12 Riders Bar-ში

9 თებერვალს, ლეონიძის 12

■ 2018 წლის მარტში შექმნილმა ქართულმა როკ-ჯგუფმა „ინტერვალი“ – აქტიური მოღვაწეობა 2018 წლის 8 მაისიდან დაიწყო. იგი მსმენლის წინაშე წარსდგა პირველი საავტორო სინგლით – „მუსიკალური ზღვა“.

■ ბენდმა მალევე მიიქცია „12 რაიდერის“ ყურადღება. მეტი თვალსაჩინოებისთვის, მინდა “12 რაიდერზე” მცირედი გიამბოთ. 12 Riders Bar გაიხსნა 2018 წლის 31 დეკემბერს. იდეა არაა კომერციული პროექტი, პირიქით, ის მთლიანად მოიცავს ბაიკერულ ენთუზიაზმს, რაც ისახება ბარის ატმოსფეროზეც. ადგილს ქართველი თუ უცხოელი ბაიკერები ხშირად სტუმრობენ, რომელთაც აერთიანებთ 2 ბორბლისა და როკენროლის სიყვარული. აქ, ქართველი როკ-ჯგუფები თუ სოლო შემსრულებლები ხვდებიან მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკის მოყვარულ მსმენელს. მაგრამ ალბათ ყველას აინტერესებს – რით, ან როგორ მიიქცია ბენდმა მათი ყურადღება? ბენდი ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ საავტორო კომპოზიციებს, რომელთა ტექსტი და თითოეული ინსტრუმენტით შესრულების როლი განსაკუთრებული იდეოლოგიის მატარებელია.

■ კითხვაზე, თუ რა არის ბენდის შემოქმედების ძირითადი ნაწილი, ჯგუფის წევრები ასე გვპასუხობენ: – „ჩვენი გამოსვლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ჟღერადობაა, რომლითაც ვცდილობთ მსმენელამდე ჩვენი სათქმელის ინდივიდუალურად მიტანას, მათში მიმალული ემოციების გაღვიძებასა და გაღვივებას“.

■ „ინტერვალის“ თითოეული გამოსვლა საოცარ პერფორმანსად გვევლინება, რომელშიც ცენტრალური რგოლი, ანუ მთავარ როლში ყოფნის ალტერნატივა, მსმენელს ეთმობა. ეს ერთგვარი ბერკეტია, რათა დროებით მაინც შევძლოთ ირეალურ ყოფიერებაში მოგზაურობა, მუსიკალური ვნებათაღელვის აღქმა, გახელებული ემოციების სინთეზში არსებობა და სიამოვნების განცდა, რაც სიმღერის შესრულების მომენტში წარმოდგენის განუყოფელი ნაწილი ხდება.

■ რაც შეეხება ბენდის სახელწოდების იდეას, ამას მათი საქმიანობა, შემოქმედება და ინდივიდუალიზმი ახსნის.

■ შაბათს – 9 თებერვალს, 12 Riders Bar-ის სცენა უმასპინძლებს ჯგუფ „ინტერვალის“ უნიჭიერეს ახალგაზრდებს. წინ კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო გელით!

/მისამართი: ლეონიძის 12/

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები