ახალი ამბები

ინსბრუკში (ავსტრია) დაფიქსირდა კორონა ვირუსით დაავადების 2 შემთხვევა

არ დამალეს! არ მიჩქმალეს!

 

მაია ცომაიას ბლოგი

ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური თერაპიისა და რადიონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი-ირმა კვიცარიძე  ამ წამს გვამცნობს, რომ ინსბრუკში დაფიქსირდა კორონა ვირუსით დაავადების 2 შემთხვევა. 

აღნიშნულ ფაქტს არ გამოუწვევია პანიკა, რადგან სახელმწიფო და ხელისუფალი ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე!

ირმა კვიცარიძე

-დღეს ინსბრუკში დაფიქსირდა კორონა ვირუსით დაავადების 2 შემთხვევა იტალიელი ახლაგაზრდების.. პანიკა სულ ცოტა 1 საათი გაგრძელდა და დასრულდა იმიტომ რომ მოქალაქეები დარწმუნდნენ, რომ სახელწიფოში ცხოვრობენ, იციან. რომ ყავთ ხელისუფლება რომელიც მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ავსტრიის ბუნდეს კანცლერის ჩათვლით ყველა პასუხისმგებელი პირი აქტიურად ჩაერთო მოსახლეობის ინფორმირების თუ პრობლემის პროფესიონალურად გადაწყვეტის საქმეში.

გაირკვა რომ 2 ადამიანი იტალიიდან- ლომბარდიიდან (ბერგამოს მიმდებარე ტერიტორიიდან ) მანქანით ჩამოვიდნენ ქალაქ ინსბრუკში და დასახლდნენ ერთ ერთ სასტუმროში. ერთ -ერთს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და მიმართა ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკას, სადაც უკვე წინასწარ შემუშავებული სქემით ყველა საეჭვო შემთხვევის დროს, მოხდა ორივე პირის იზოლირიება და სათანადო განყოფილებაში გადაყვანა!

მოხდა ყველა პასუხისმგებელი სამსახურის მობილიზება და ინფორმაცია გახდა საჯარო (ანუ არ დამალეს არ მიჩქმალეს)!

გაარკვიეს მათი მოძრაობის და კონტაქტების ინფორმაცია და მოხდა ყველას იზოლირება, თუ ვინმეს გამარჯობაც კი უთხრეს. მათ შორის იმ სასტუმროდან სადაც იტალიელი სტუმრები იყვნენ დასახლებული, მოახდინეს სტუმრების ევაკუაცია , ხდება მათსა და სასტუმროს პერსონალზე დაკვირვება, ასევე სასტუმროს სპეციალური სანიტარული სამსახური დამუშავებს.

მეგობრებო მადლობა რომ მომიკითხეთ. მშვიდობაა. სახელწიფოში ვცხოვრობ სადაც ხელისუფალი მის მოქალაქეზე ზრუნავს.

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები