ახალი ამბებიექსკლუზივიმედიცინა

ინფიცირების რისკი მაღალია

დროულ დახმარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს!

დროულ დახმარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს
მაია ცომაიას ბლოგი
მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ შეიტყო ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ, გაჩნდა უამრავი კითხვა- თუ როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ ავადობის დროს. როგორ და როდის მიმართონ ოჯახის თუ სხვა პროფილის ექიმებს.
გვირჩევენ სამედიცინო კლინიკებში მისვლისგან თავის შეკავებას, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის გამო მივმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას! ექიმები გვთავაზობენ ონლაინ კონსულტაციებს, ასევე რჩევებს ტელეფონით. თუმცა არსებობს მთელი რიგი პათოლოგიები, რომლის მართვა და მკურნალობა სასიცოცხლოდ აუცილებელია, მათ შორის ინსულტის!

კაცობრიობის ყველაზე სახიფათო დაავადებათა შორის ინსულტი ერთ-ერთი მოწინავეა.თითოეული წამი გადამწყვეტია და დროულ დახმარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს!

 საგანგებო სიტუაციებში როგორ მიმდინარეობს ინსულტიანი პაციენტების მიღება- მართვა?
 წარმოადგენს თუ არა შექმნილი ვითარება საფრთხეს ისულტიანი პაციენტებისთვის?
არაერთი უნიკალური ოპერაციების ინოვაციური და ექსკლუზიური მეთოდებით  შემსრულებლის, ნეიროქირურგის, გიორგი ეგუტიძის  სამუშაო რეჟიმი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ექიმის დილა იწყება ისე, როგორც  ეპედემიამდე, თუმცა შესაბამისი დაცვის აღჭურვილობებით.
– ინსულტიანი პაციენტების მკურნალობაში კორონავირუსს არანაირი ცვლილება შეუტანია.ისევ იმ თანამედროვე მეთოდებითა და პროტოკოლებით ვმუშაობთ. მხოლოდ ანამნეზის შეკრებისას დაემატა კითხვარი, ჰქონდა თუ არა შემხებლობა პაციენტს რომელიმე კლასტერთან.
-შექმნილი ვითარება არის თუ არა საფრთხის შემცველი ინსულტიანი პაციენტებისთვის?
-ზოგადად, ბევრი კვლევა დაიდო იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას კოვიდ ინფექციამ იმ პაციენტებს, რომელთანაც ვითარდება ინსულტი.  რა თქმა უნდა, ის გავლენას ახდენს იმ პაციენტებზე, რომლებსაც ინსულტი აქვთ. ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას და მოთხოვნას, რომელიც გასცა ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა. 
ინსულტგადატანილ პაციენტებს ვურჩევ მაქსიმალურად მოერიდონ ხალხთან ურთიერთობას, ვინაიდან ინფიცირების რისკი მაღალია, ყურადღებითა და მოთმინებით დაელოდონ ეპიდემიის დასრულებას!
კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები