ახალი ამბებივიდეომსოფლიო

ინდოეთში წყალდიდობას 60 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

ინდოეთში მუსონური წვიმების შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვის, რის შედეგად ქვეყნის ჩრდილოთ ნაწილში 60 ადამიანი დაიღუპა.

დატბორილია საცხოვრებელი სახლები, დაინგრა შენობები. სტიქიის შედეგად, სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია. წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

შაბათს რეგიონში სასწავლო პროცესი შეწყდა. სინოპტიკოსების განცხადებით,, 1 ოქტომბრისთვის ნალექის რაოდენობა საგრძნობლად იკლებს.

მუსონური წვიმები ინდოეთსა და მის მიმდებარე რეგიონებში ივნისიდან ოქტომბრამდე გრძელდება. სულ ამ პერიოდში სტიქიამ ინდოეთშ, ბანგლადეშსა და ნეპალში 350 ადამიანი იმსხვერპლა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები